











ჩვენს შესახებ
სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის
გადაწყვეტილებით 2022 წლის 01 ივნისიდან სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის შრომის უსაფრთოების სპეციალისტის მომზადების სასწავლო ცენტრს 3 წლის ვადით მიენიჭა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი სრული აკრედიტებული პროგრამის მიმართულებით, მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68;
სრული აკრედიტებული პროგრამა მოიცავს 230 საათს, ამ პროგრამაზე სწავლის უფლება ეძლევა მინიმუმ 18 წლის ასაკის პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი წინაპირობაა მსმენელის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა შესაბამისი მიმართულებით და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება.
სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები, ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.